ტერაქტები ბრიუსელში

ბელგიის პოლიცია ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილ პირს ეძებს

Avis de recherche

ბელგიის პოლიცია ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილ პირს ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტის სათვალთვალო კამერამ ტერაქტებში მონაწილე სამი პირი დააფიქსირა, რომელთაგან ორი დაიღუპა, ხოლო ერთმა გაქცევა მოახერხა. 

დღეს ბელგიის დედაქალაქში, ბრიუსელში, აეროპორტისა და მეტროსადგურის ტერაქტებმა 34 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია 136.

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის, მეგი დე ბლოკის ინფორმაციით, ზავენტემის აეროპორტში 14 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 81.

ბრიუსელის მეტროკომპანიის წარმომადგენლის ცნობით კი, მაალბეკის სადგურზე დაღუპულია 20 ადამიანი, დაშავდა 55.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

კომენტარები