ტერაქტები ბრიუსელში

ოფიციალური ცნობებით, ბელგიის ტერაქტებში დაღუპულთა რაოდენობამ 34-ს მიაღწია

ბრიუსელის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, აეროპორტისა და მეტროსადგურის ტერაქტებმა 34 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია 136.

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის, მეგი დე ბლოკის ინფორმაციით, ზავენტემის აეროპორტში 14 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 81.

ბრიუსელის მეტროკომპანიის წარმომადგენლის ცნობით კი, მაალბეკის სადგურზე დაღუპულია 20 ადამიანი, დაშავდა 55.

ამასთან, ბოლო ინფორმაციით, პოლიციამ აეროპორტში იპოვა ჟილეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მიმაგრებული, ასევე კალაშნიკოვის ნაწილი.

კომენტარები