ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ მედია საშუალებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბელგიის დედაქალაქში, ბრიუსელში, აეროპორტისა და მეტროსადგურის ტერაქტებმა 34 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია 136.
ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის, მეგი დე ბლოკის ინფორმაციით, ზავენტემის აეროპორტში 14 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 81.
ბრიუსელის მეტროკომპანიის წარმომადგენლის ცნობით კი, მაალბეკის სადგურზე დაღუპულია 20 ადამიანი, დაშავდა 55.
ბელგია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო კოალიციის წევრი ქვეყანაა.