ყველა საჭირბოროტო საკითხი განიხილება, ასე რომ, [აბაშიძე-კარასინის] ფორმატში პრობლემა არ არის. ეს არის პრაგმატული ფორმატი, სადაც ხელი კი არაფერს ეწერება, არამედ განიხილება აქტუალური საკითხები. ეს ფორმატი რომ არ იყოს, სად უნდა განვიხილოთ? მე მომიყვანია კიდეც მაგალითი, კარიბის კრიზისი რომ იყო 60-იან წლებში, ვაშინგტონს და მოსკოვს შორის საერთოდ არ იყო კონტაქტი და ჟურნალისტებს ეძებდნენ, რომელიც მუშაობდა ვაშინგტონიდან მოსკოვში, რომ მას მიეტან-მოეტანა ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. ასე რომ, ვინც ასე სვამს საკითხს, წარმოდგენა არ აქვს, ეს ფორმატი რისთვის არის საჭირო - რათა არ მოხდეს დაძაბულობის გაღრმავება.
tbl.ge/4bt
დაკოპირდა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აბაშიძე-კარასინის ფორმატის შესახებ.
ამავე თემაზე
- კარასინის თქმით, საქართველოს რეაქცია სანქციებზე რუსეთის მხრიდან "შეუმჩნეველი არ დარჩება"
- "3+3 ინიციატივაში ჩართვას საქართველო არ განიხილავს" – კარასინი-აბაშიძის შეხვედრა ONLINE გაიმართა
- კარასინი: რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ავიამიმოსვლის საკითხს გადახედოს
- "სავაჭრო ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკაა" – კარასინი-აბაშიძის შეხვედრა Online გაიმართა
- სირცხვილია საგარეოს: მიყეფებასავით განცხადების ნაცვლად, ჯობს, ქვეყნის ინტერესებს იცავდეთ




