ნოვრუზ ბაირამი

სახალხო დამცველი აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის - გაზაფხულის შემოსვლის, დღისა და ღამის გათანასწორების, დედამიწის გამოცოცხლების - დღესასწაულს ულოცავს და სიკეთესა და ჯანმრთელობას უსურვებს.

2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2010 წელსვე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნოვრუზ ბაირამი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების დღესასწაული, საერთო სახალხო დღესასწაულად გამოაცხადა.

"ჩვენს ქვეყანაში ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნის ხანგრძლივ ტრადიციას „ვეფხისტყაოსანიც" ადასტურებს", - აცხადებს სახალხო დამცველი.

კომენტარები