ნოვრუზ ბაირამი

"მაქვს პატივი, როგორც პრეზიდენტს, მოგილოცოთ დღესასწაული" – ყაველაშვილი ნოვრუზ ბაირამზე

ივანიშვილის არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
Google Images

"მაქვს პატივი, როგორც პრეზიდენტს, მოგილოცოთ კიდევ ერთხელ დღევანდელი დღესასწაული და დაგპირდეთ, რომ ყველა თქვენგანის მხარში ვიქნები ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად" - ივანიშვილის წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი  მარნეულში გამართულ ღონისძიებაზე მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს ულოცავს. 

"საუკუნეებია ჩვენ ერთად მოვდივართ და ეს ურთიერთპატივისცემა უფრო და უფრო შესანიშნავი გახდება დღევანდელ დღესასწაულთან ერთად. [...] დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მკაფიო და დიდი გახდება, და მე მაქვს პატივი, როგორც პრეზიდენტს, მოგილოცოთ კიდევ ერთხელ დღევანდელი დღესასწაული და დაგპირდეთ, რომ ყველა თქვენგანის მხარში ვიქნები ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ყველაზე ძლიერი, ლამაზი და კარგი ქვეყანა" - ამბობს ყაველაშვილი. 

ღონისძიებაზე სიტყით გამოვიდნენ ივანიშვილის სხვა წარმომადგენლებიც, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები