ხანძარი სამებაში

სამებაში ხანძრის ლიკვიდაციას კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდება

editori.ge

სამების ტაძარში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მეხანძრეების მუშაობას ცუდი ხილვადობა აფერხებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის თქმით, ხანძრის სრულ ლიკვიდაციას კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდება.

ქაწაშვილის ინფორმაციით, დაზიანება არცერთ მეხანძრეს არ მიუღია.

ზარალის შესახებ ინფორმაცია და ასევე ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები