ტერაქტი თურქეთში

სტამბოლში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

Reuters

სტამბოლში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე ოთხია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 20 ადამიანი, მათ შორის სამს სერიოზული დაზიანებები აქვს.

ქალაქის ევროპულ ნაწილში, ისტიკლალის ქუჩაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი დღეს აიფეთქა. 

ისტიკლალი ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ქუჩაა, რომელიც უქმე დღეებში განსაკუთრებით სავსეა ხალხით.

გასულ კვირას ანკარაშიც მოხდა ტერაქტი, რომელმაც 37 ადამიანი იმსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთულმა სამხედრო დაჯგუფებამ TAK-მა აიღო.

ტერაქტი მოხდა თებერვალშიც, რომელმაც 28 ადამიანი იმსხვერპლა.

2015 წლის ოქტომბერში ანკარაში 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა ორი თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქებამ.

კომენტარები