ტერაქტი თურქეთში

თურქეთში კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა

Reuters

სტამბოლის ევროპულ ნაწილში, ისტიკლალის ქუჩაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. თურქული მედიის ინფორმაციით, სულ მცირე ერთი ადამიანია დაღუპული, არიან დაშავებულები.

ისტიკლალი ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ქუჩაა, რომელიც უქმე დღეებში განსაკუთრებით სავსეა ხალხით.

გასულ კვირას ანკარაშიც მოხდა ტერაქტი, რომელმაც 37 ადამიანი იმსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთულმა სამხედრო დაჯგუფებამ TAK-მა აიღო.

ტერაქტი მოხდა თებერვალშიც, რომელმაც 28 ადამიანი იმსხვერპლა.

2015 წლის ოქტომბერში ანკარაში 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა ორი თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქებამ.

კომენტარები