ავტოავარია

საპარლამენტო უმრავლესობის სამი დეპუტატი ავარიაში მოყვა

საპარლამენტო უმრავლესობის სამი დეპუტატი ავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონთან მოხდა. დეპუტატების მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, გიორგი ფეიქრიშვილი, თენგიზ ხუბულური და მახირ დარზიევი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ხოლო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა "მძიმე არ არის".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები