ფარული კადრები

ფარული ჩანაწერების საქმეზე, სასამართლომ ინგა ჩატოიანს გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

პროცესი საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ნახევარ საათს, დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. პროცესის დახურვა ბრალდების მხარემ მოითხოვა, რადგან საქმე პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავდა.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე სულ ხუთი პირია ბრალდებული, აქედან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

კომენტარები