ფარული კადრები

პრეზიდენტი ფარულ კადრებზე: მე ჩემს საზოგადოებას არავის არ დავატერორებინებ

ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს [პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების საქმეზე] გამოძიებას. ვურთიერთობთ სამართალდამცავ ორგანოებთან. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ამ თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე მე აღვიქვამ უაღრესად სერიოზულად. ეს არ არის მხოლოდ კერძო პირების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, არამედ ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და ქართულ საზოგადოებაზე. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემს საზოგადოებას არავის არ დავატერორებინებ.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე.

კომენტარები