დაკავება

სამართალდაცველებმა 83 აბი ექსტაზი ამოიღეს

შსს

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ელნურ ბ. სარფში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 83 აბი და აბის 3 ნატეხი ე.წ. ექსტაზი ამოიღეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები