ფარული კადრები

ქანთარია კადრებზე: გიგა ბოკერია, ხომ არ ხარ ამაში გახვეული ოდესელ შეფთან ერთად?

როგორ ჩანს, დაიწყო უკვე წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქვეწარმავლების სეზონი. სხვანაირად არ შემიძლია, ვთქვა იმ ბინძურ კამპანიაზე, რომელიც ორიოდე დღის წინ მოხდა, ვგულისხმობ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. ეს, რა თქმა უნდა, მიმართული იყო სახელმწიფოს, ხელისუფლების, საზოგადოების წინააღმდეგ და იმ პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფების წარმოსაჩენად, რომლებიც ახლა ხელისუფლებას უპირისპირდებიან. ამავე დროს, იმ პოზიტივის გადასაფარად, რომელიც ხდება - ლარის გამყარებაა თუ ვიზალიბერალიზაციის საქმე. პირველი კითხვაა, ვის აწყობდა ეს. საინტერესოა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს პასუხი აქვთ ამ კითხვაზე. თურმე ეს აწყობდა და ეს ჩადენილი აქვს ერთ ადამიანს, თურმე ეს ადამიანი ერთი ხელით ეკლესია-მონასტრებს აშენებდა, თეატრებს, შენობებს და მეორე ხელით იღებდა ამ ჩანაწერებს და ახლა, თავისივე შექმნილ კოალიციას თურმე ამ ჩანაწერებით უპირისპირებდა. ერთ-ერთი ლიდერი გუშინ დაჟინებით, ნერვიულად საზოგადოებას აძალებდა, რომ სწორედ ეს არის ბიძინა ივანიშვილიო. მიჩნდება სავსებით გონივრული ეჭვი, რომ - გიგა ბოკერია, შენ ხომ არ ხარ მართლა ამ საქმეში გახვეული შენს ოდესელ შეფთან ერთად?!

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები