ფარული კადრები

მინაშვილი: ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება ხდება ივანიშვილის თამაშის წესებით

იმისათვის, რომ შევაჩეროთ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, ხელისუფლებას და, ამ შემთხვევაში, არაფორმალურ მმართველს უნდა ჰქონდეს ამის პოლიტიკური ნება, რაც არ აქვთ. იმიტომ, რომ სწორედ ასეთ გარემოში, ასეთ მღვრიე წყალში თავს ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, როგორც თევზი. ასეთ გარემოში შეიძინა ის მატერიალური რესურსი რუსეთში, როდესაც ადამიანების, ოპონენტების წინააღმდეგ ხდებოდა პირადი ინფორმაციების გამოქვეყნება, ჭორაობა, სხვა უფრო მეტი ძალადობრივი მოქმედებები. იქ ისწავლა სწორედ ეს მეთოდები, უნარები და თამაშის წესები. ეს ხდება გამიზნულად, იმ თამაშის წესებით, რომელიც ივანიშვილმა იცის და ის არის ერთადერთი ადამიანი, ვინც განკარგავს ქვეყანაში მოვლენებს. სწორედ ამ მღვრიე წყალში უნდა თევზის დაჭერა იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ ოცნებას ივანიშვილის თამადობით, არ აქვს არანაირი პოლიტიკური კაპიტალი, არაფრის გაკეთების უნარი, არაფრის შესაძლებლობა. ერთადერთი შანსი, რომ რაიმენაირად დარჩეს წყლის ნაპირზე და არჩევნებზე წარმატებას მიაღწიოს, არის ის, რომ ასეთი ტიპის საზოგადოებრივი ზეწოლა მოახდინოს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი გადაცემა "არჩევანში."

კომენტარები