უკანონო თვალთვალი

ეკა მიშველაძეს დღეს პროკურატურა დაკითხავს

ტაბულა

გადაცემა არჩევანში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე პროკურატურაში დაიბარეს. მან რუსთავი 2-ის ეთერში უკანონო თვალთვალზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მიშველაძე პროკურატურაში მისვლას და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

"პროკურატურაში დილის 11 საათზე ვარ დაბარებული, არ ვიცი, კონკრეტულად რა სტატუსით. ერთი რამ ვიცი, რომ საუბარი იქნება სწორედ მიყურადებაზე და თვალთვალზე", - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები