ფარული კადრები

მიშველაძე: მე და ბუკას არამარტო ფოტოებს გვიღებდნენ, არსებობს ვიდეო მასალაც

მე პირადად ნანახი მაქვს ჩვენი Viber მიმოწერა, ეს მოხვდა ერთი ადამიანის ხელში, რომლის ხელშიც არ უნდა მოხვედრილიყო. ზოგადად რა უმსგავსობაა ადამიანების თვალთვალი, მიყურადება და გადაღება და მითუმეტეს, როდესაც ეს უკვე ჟონავს და ხვდება ვიღაც, თუნდაც დაინტერესებული პირების ხელში. მე და ბუკას გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ არამარტო ფოტოებს გვიღებდნენ, არამედ ვიდეო მასალაც არსებობს. სავარაუდოდ, რაღაც მსგავსი, რითიც ემუქრებოდნენ ჩემს კოლეგას, ინგა გრიგოლიას და რაც გამოუქვეყნეს პოლიტიკოსებს. ეს არის წითელი ხაზი - პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. 

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში, ფარული კადრების შესახებ.

კომენტარები