ტერაქტი თურქეთში

ენმ: ვიზიარებთ ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მწუხარებას

შეძრწუნებული ვართ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი სასტიკი ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც ოცდაათამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქალაქი ანკარა გახდა ჩვენი დროის უდიდესი ბოროტების - ტერორიზმის თავდასხმის ობიექტი. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებთ ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მწუხარებას და ვუსურვებთ მათ სიმტკიცეს და მშვიდობას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ანკარაში მომხდარ ტერაქტზე.

კომენტარები