ტერაქტი თურქეთში

პრეზიდენტი: საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს

გიორგი მარგველაშვილი
report.az

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრეზიდენტი დაღუპულთა ოჯახებს და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

"შოკირებული ვარ ანკარაში მომხდარი კიდევ ერთი ტერორისტული აქტით, რომელმაც იმსხვერპლა უდანაშაულო ხალხი და მრავალი დაშავდა. საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს, გვერდში უდგას და თანაგრძნობას უცხადებს მეგობარ თურქ ხალხს. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახის წევრების მწუხარებას", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ანკარაში დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად, 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მინიმუმ 125 - დაშავდა.

კომენტარები