ფარული ჩანაწერები

გოგუაძე: ამ ხელისუფლებამ არაერთი ადამიანის პირადი ცხოვრება ჩაიწერა

მე ვიცი რომ ასეთი კადრები, ათასობით კადრი ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას. მერე ზარ- ზეიმით ვითომ გაანადგურეს. ეს კადრები ჟონავდა, ვიღაცებს ეს კადრები ჰქონდათ ნანახი.  ამ ხელისუფლებამ გააგრძელა თვალთვალი, ამ ხელისუფლებამაც არაერთი, ჩემთვის ნაცნობი ადამიანის პირადი ცხოვრება ჩაწერა. იყო შანტაჟი, დამუქრება, გამოქვეყნება და ა.შ. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ხელისუფლების დროს ჩაიწერეს ეს კადრები. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს ხელისუფლება ვერ იცავს თავის მოქალაქეს და არ იცავს. მისი სტრუქტურები უთვალთვალებენ ადამიანებს და დღემდე აგრძელებენ ამას. ამ ხელისუფლებისთვის ადამიანის პრივატული სივრცე, პირადი ცხოვრება არ არის ძვირფასი. ჰგონიათ, რომ ადამიანებს უნდა აყურებინონ სეირი. ასე სანახაობისთვის წირავენ ადამიანებს. 

 

 

კომენტარები