რუსეთ-საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების თამაში ანგარიშით 7:24 დასრულდა. თამაშში საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა. მატჩი ქალაქ სოჭში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გაიმართა. საქართველოს ნაკრებიდან ლელოები თამაზ მჭედლიძემ, ანტონ ფეიქრიშვილმა და გიორგი ნემსაძემ დადეს, ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა კი მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა.





