ფარული კადრები

ინტერპრესნიუსის რედაქტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

palitra.ge

პალიტრა მედია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პალიტრა მედიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ინტერპრესნიუსის რედაქტორი, რომელიც პასუხისმგებელი იყო დღეს გავრცელებული პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებაზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა.

"პალიტრა მედია გმობს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების ნებისმიერი ფორმით გავრცელებას და იმედს გამოთქვამს, რომ უმოკლეს დროში მოხდება იმ პირის (თუ პირთა) დადგენა, რომელმაც ინტერნეტსივრცეში ვიდეო ატვირთა და გაავრცელა", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ინტერპრესნიუსმა დღეს ინფორმაცია განათავსა იმის შესახებ, რომ youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს ინფორმაციას თან არ ახლდა არც ვიდეომასალა და არც მასზე გადასასვლელი ბმული, დასახელებული იყო ვიდეოს სახელწოდება, რაც საშუალებას იძლეოდა მომხდარიყო პირის იდენტიფიცირება.

კომენტარები