ნარკოდანაშაული

მარიხუანის და ექსტაზის შეძენა-შენახვისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დორუქან ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 49 აბი ე.წ. ექსტაზი და 1,4134 გრ გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები