საკონსტიტუციო ცვლილებები

ჯაფარიძე: ქორწინება არის საეკლესიო საიდუმლო, მისი ადგილი კონსტიტუციაში არ არის

ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი, რომ "ქართული ოცნება" იმის გამო, რომ არის სრულიად გაბანკროტებული პოლიტიკური ძალა და ვერც ერთი საკუთარი დაპირება ვერ შეასრულა, პირიქით ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით წაიყვანა ძალიან უკან, ახლა ცდილობს ყურადღების გადატანას რაღაც თითიდან გამოწოვილ თემებზე. ჩვენ ამ ცვლილებას მხარს არ დავუჭერთ. მივიჩნევთ, რომ ქორწინება არის საეკლესიო საიდუმლო და საეკლესიო საიდუმლოებაში კიდევ ექვსი სხვა საიდუმლოც არის. ამ საიდუმლოების ადგილი კანონმდებლობაში და მით უმეტეს, კონსტიტუციაში არ არის. შესაბამისად ჩვენ ამ ცვლილებას მხარს არ დავუჭერთ

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე, აიპრესთან საუბრისას, ქართული ოცნების საკონსტიტუციო ინიციატივაზე

კომენტარები