ფარული ჩანაწერები

მინაშვილი პაპუაშვილის განცხადებაზე: არ მაქვს ილუზია, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ

ჩვენ გვახსოვს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვედელიძე აშანტაჟებდა პირადი ინფორმაციით ერთ-ერთ ჟურნალისტს და ეს მასალები გამოაქვეყნა. გვახსოვს მუქარა რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორზე, ჩაწერილი იყო მისი საუბრები და ესეც გამოქვეყნდა. ამიტომ ის, რომ ეს წესი დაამკვიდრა ქართულმა ოცნებამ, ახალი არ არის. რასაკვირველია, ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული. ამაზე თითქოს საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მაგრამ არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ამას რეალურად გამოიძიებენ იმიტომ, რომ ამის სათავე არის ივანიშვილი და მის მიერ დამკვიდრებული თამაში წესები.

ენმ-ის წევრი აკაკი მინაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდოარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზე, რომ მას პირადი საუბრების გამოქვეყნებით აშანტაჟებენ.

კომენტარები