საკონსტიტუციო სასამართლო

მიროტაძე: შორს ვარ აზრისგან, რომ პაპუაშვილზე ვინმე რამეს გამოაქვეყნებს

ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმემ, ჩვენი ხელისუფლების დროს, რაიმე მსგავსი ტიპის მასალა მოაგროვა. ათი ათასობით ფაილის სახით იყო შენახული ნაციონალური მოძრაობის დროს. იმედი მაქვს, ის ადამიანებიც უკვე მივიდნენ იმ აზრამდე, რომ 21-ე საუკუნეში ამ ბინძური მეთოდებით ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა უბრალოდ არ შეიძლება. ეს არის დასჯადი და არ შეიძლება, მსგავსი ტიპის მასალებით ებრძოდნენ ერთმანეთს. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმე რამეს გამოაქვეყნებს, დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ პაპუაშვილს არ აქვს სწორი ინფორმაცია, შესაძლოა, თვითონ მას გონია, რომ ვინმე გამოაქვეყნებს.

მმართველი გუნდის დეპუტატი ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გამოაქვეყნონ.

კომენტარები