საკონსტიტუციო სასამართლო

ენმ: იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამის საფუძველს პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება აძლევს - გიორგი პაპუაშვილმა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის არსებობასა და გამჟღავნების ალბათობაზე ისაუბრა.

„სასამართლოს თავმჯდომარის თანახმად, მთავრობ, კერძოდ კი იუსტიციის მინისტრი, მას ამ ჩანაწერით ფაქტობრივად აშანტაჟებს. სწორედ ამიტომ იუსტიციის მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა დაიკითხოს. იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება ასევე უნდა დაიწყოს მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით როცა მან ბატონ პაპუაშვილს „თანამშრომლობის" ნაცვლად ვენეციის კომისიის წევრობის გაგრძელება შესთავაზა", - ამბობს გიორგი კანდელაკი,

ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბიძინა ივანიშვილი უტევს, რაც სახელმწიფოზე შეტევის ტოლფასია, რადგან, როგორც პარტიაში აღნიშნავენ,
„დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა ევროკავშირთან ვიზა
ლიბერალიზაციის პროცესი როცა ბიძინა ივანიშვილს საშუალება არ მისცა ხელში ჩაეგდო რუსთავი2".

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის არსებობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. პაპუაშვილის თქმით, ამ მასალების გამოქვეყნების მთავარი მომხრე იუსტიციის მინისტრია.

კომენტარები