მაესტრო

ხაინდრავა მაესტროს: თქვენ პოლიტიკურად ანგაჟირებული, რუსული ფულით ცხოვრობთ

არის ეს ანგაჟირებული პოლიტიკური ფული თუ არ არის, რომელიც მაესტროშია ჩადებული? არის. ცალსახად. ეს არის კოტე გოგელიას ფული. თქვენ ცოცხლობთ კოტე გოგელიას ფულით. რატომ არც ერთ ჟურნალისტს არ გაუჩნდა კითხვა - ეს კოტე გოგელიას ფული, რომლითაც თქვენ ცხოვრობთ, რა ფულია, რა წარმომავლობა აქვს? მე გეტყვით, ამ ფულს აქვს ძალიან კონკრეტული წარმომავლობა. კოტე გოგელია არის რუსი ბიზნესმენი, რომელიც ამ მთელი ამ დროის განმავლობაში ცხოვრობს რუსეთში და იკვებება ისეთი ორგანიზაციიდან, რომელიც არის ასპროცენტიანი სახელმწიფო წილი, ეს არის რკინიგზა. კოტე გოგელია რუსეთის სახელმწიფოსთან ერთად ზიდავდა საწვავს ჩეჩნეთის ომის დროს ჩეჩნეთში... კოტე გოგელიას ფული არის ანგაჟირებული, პოლიტიკური, რუსული ფული. თქვენ მთელი ამ წლების განმავლობაში პოლიტიკურად ანგაჟირებული, რუსული ფულით ცხოვრობთ... არასოდეს ეს ტელევიზია დამოუკიდებელი არ ყოფილა, იმიტომ, რომ არც ერთი ტელევიზია არ არის დამოუკიდებელი, ასეთი ორგანო მსოფლიოში არ არსებობს.

გოგა ხაინდრავა მაესტროს ეთერში.

კომენტარები