მაესტრო

მაესტრო იმედის შენობაში გადავიდა, ტელეკომპანიას ახალი ლოგო აქვს

მაესტრო

მაესტრომ იმედის შენობიდან დაიწყო მაუწყებლობა. ტელეკომპანიის დირექტორი ზურაბ ნაყეური on.ge-სთან აცხადებს შენობა, რომლიდანაც მაესტრო წარსულში მაუწყებლობდა მაკა ასათიანის საკუთრებაში დარჩება.

მაესტრო ფაქტობრივად ტელეკომპანია იმედის მფლობელი მედიაჰოლდინგის "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" შემადგენლობაში შედის, რის შესახებაც მედიაჰოლდინგმა 2016 წლის 27 დეკემბერს გაავრცელა განცხადება. ოფიციალურად კი მაესტროს მფლობელების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერში "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი" დღემდე არ ფიგურირებს, რაც სავარაუდოდ, სასამართლოს მიერ გიორგი გაჩეჩილაძისთვის წილების გასხვისებაზე დადებულ აკრძალვას უკავშირდება. გაჩეჩილაძეს მაესტროს წილების დათმობის უფლება ტელეკომპანიის ყველა მოწილის თანხმობის გარეშე არ აქვს.

მაესტროს მფლობელთა სია:

  • გიორგი გაჩეჩილაძე 55%
  • მედია ფინანს გრუპ - 25% (აღნიშნული კომპანია 100%-ით მაკა ასათიანისაა)
  • ეკატერინე აკობია - 5%
  • მამუკა ღლონტი 15%

რებრენდინგის გამო მაესტრომ მისი რეგიონალური ჟურნალისტები სამსახურიდან გაათავისუფლა. 

"ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა" ბერა ივანიშვილისგან ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ის 100%-იანი წილი იყიდა. გარიგება 2016 წლის 28 დეკემბერს დაიდო, ამავდროულად GDS-ზე დაიხურა საზოგადოებრივ/პოლიტიკური გადაცემა 20/30.

"ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი" მილიარდერ არკადი პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს ეკუთვნის. 

კომენტარები