მუსლიმებზე თავდასხმა

მიტროპოლიტი: ადიგენში დაპირისპირება პროვოკაციების შედეგად მოხდა

ეკლესია გმობს და ემიჯნება ყველაგვარ ძალადობრივ ქმედებას. რა თქმა უნდა, ეკლესია არ ყოფილა ჩართული ამ საკითხის მოგვარებაში. აქ საქმე ეხებოდა სასაფლაოს საკითხს. მუსლიმი მოსახლეობა ითხოვდა ცალკე სასაფლაოს გამოყოფას, მართლმადიდებელი მოსახლეობა წინააღმდეგი იყო, რომ ცალკე სასაფლაო გამოყოფილიყო და ამაზე მიდიოდა დიალოგი, კამათი. როგორც ვიცი, ეს გარკვეული ხანია გრძელდება. თითქოს მიღწეული იყო კიდეც რაღაც შეთანხმებები და გარკვეულ თანხმობაზე იყვნენ გასული. მაგრამ გუშინ, არ ვიცი ვინ, მაგრამ გარკვეული ადამიანების ჯგუფებმა მოახდინეს პროვოკაცია და ამ პროვოკაციის შედეგად მოხდა დაპირისპირება. ძალიან სამწუხაროა ეს და მინდა მოვუწოდო, მივმართო სამართალდამცველ ორგანოებს. ვიცი, რომ საქმეა აღძრული ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა მივმართო, არა მხოლოდ ეს კონკრეტული დაპირისპირება გამოიძიონ, არამედ ის პროვოკაციებიც, რამაც გამოიწვია ასეთი დაპირისპირება, რათა ჩვენ შემდგომში თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემები და მსგავსი ვითარება.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ სოფელ ადიგენში მუსლიმებზე თავდასხმაზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ეთერში ისაუბრა.

კომენტარები