ევრომოსამართლეობის კანდიდატები

თაქთაქიშვილი: ხელისუფლებას ევა გოცირიძისნაირი მორჩილი კანდიდატები აწყობს

ქალბატონი ევა გოცირიძე არის სწორედ ის კანდიდატი, რომელიც ამ ხელისუფლებამ მოიყვანა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. სწორედ მისი მონაწილეობით განვითარდა ის ძალიან სავალალო პროცესები, როდესაც დავინახეთ სასამართლო კორპუსში ახალი დანიშვნები როგორც წარიმართა. ძალიან ცალსახაა, რომ ამ ხელისუფლებას სწორედ ევა გოცირიძისნაირი კანდიდატები აწყობს, მორჩილი კანდიდატები, რომლებიც გამოირჩევიან ერთადერთი თვისებით ხელისუფლებისადმი, ბიძინა ივანიშვილისადმი, თეა წულუკიანისა და ამ გუნდისადმი ერთგულებით. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ევრომოსამართლეობის კანდიდატ ევა გოცირიძეზე, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები