სტინგი და კრის ბოტი თბილისში

სტინგმა და კრის ბოტიმ ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებისთვის კონცერტი გამართეს

სტინგმა და კრის ბოტიმ,  მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, ორი დღე კონცერტები გამართეს თბილისში. 2საათნახევრიანი პროგრამა სახელწოდებით , Chris Botti featuring Sting თბილისის საკონცერტო დარბაზში  ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებისთვის გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა ქართველმა შემსრულებლებმაც მიიღეს. კრის ბოტიმ და ნიკოლოზ რაჭველმა გია ყანჩელის კომპოზიცია ყვითელი ფოთლები შეასრულეს. ცნობილმა მესაყვირემ კომპოზიტორს 80 წლის იუბილე სცენიდან მიულოცა. კიდევ ერთი ქართველი, ვინც კონცეტრში მონაწილეობდა, ქართველი ტენორი ოთარ ჯორჯიკიაა. 

სტინგი პირველად საქართველოში 2011 წელს ჩამოვიდა და კონცერტი ბათუმში გამართა. ეს მისი მეორე ვიზიტი იყო. კრის ბოტიმ კი ბენდთან ერთად საქართველოში უკვე რამდენჯერმე დაუკრა.

კომენტარები