გაფიცული მეშახტეები

კოჟორიძე: მეშახტეებმა პროტესტი კანონის ფარგლებში უნდა გამოხატონ

კახა კოჟორიძე
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ტყიბულში ჩავიდა და გაფიცულ მეშახტეებს შეხვდა. მან მაღაროელებს მოუწოდა, რომ პროტესტი კანონის ფარგლებში გამოხატონ.

"ფაქტი არის ის, რომ პრობლემები მართლაც მწვავედ დგას დღის წესრიგში და ამ პრობლემებს სჭირდება სწორი და გონივრული გადაწყვეტა. ყველასადმი ჩემი თხოვნა იქნება ის, რომ ცხადია, მათი გადასაწყვეტია, როდემდე და როგორ გააგრძელებენ ამ პროტესტს, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება, მაგრამ ეს არ უნდა გასცდეს კანონმდებლობით დადგენილ აკრძალვას", - თქვა კახა კოჟორიძემ.

კოჟორიძე საქნახშირი ჯი-აი-ჯის ადმინისტრაციასაც ხვდება. ამ შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია გახდება ცნობილი.

გაფიცული მაღაროელების ძირითადი მოთხოვნა ხელფასის გაზრდაა. ისინი გუშინ კომპანია საქნახშირი ჯი-აი-ჯის ადმინისტრაციაშიც შეიჭრნენ. კომპანიის განცხადებით, მათ კერძო საკუთრება დაარბიეს. დღეს მეშახტეები ამბობენ, რომ გუშინდელი შეჭრა "მთავრობის მიმართ გაფრთხილება" იყო.

კომენტარები