ზოგადად ჩვენი საზოგადოებისათის ნათელია, რომ ქართული ოცნებით ჩვენ უბრალოდ თავი ავიტკიეთ ზედმეტად როგორც საზოგადოებამ. ჩვენ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს ქართული საზოგადოების ნაწილმა დაუკავშირა ძალიან დიდი იმედები და აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრ ნაწილში სადაც პრობლემები თითქოს უკვე მოგვარებული გვქონდა და უკან აღარ უნდა მოგვეხედა, ძალით შევიქმენით პრობლემები და ახლა თავს ვიმტვრევთ თუ როგორ გადავჭრათ ეს პრობლემები. 2006 წლიდან საქართველოში დღემდე არ დასმულა კითხვა გაზის მომარაგებასთან დაკავშრებით. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანამ გადაიტანა ომი და ის, ვინც მატერიალურად ყველაზე მეტად დაუდგა გვერდში ქვეყანას, ის ქვეყანა იყო ჩვენი საიმედო პარტნიორი და დღეს მიმდინარეობს გაზპრომის სანაცვლოდ ამ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, ძმურად და მეგობრულად დაგვიდგა ომის პირობებში, მატერიალურად ვიმეორებ - ეს არ ეხება მხოლოდ გაზს, ეს ეხება ძალიან ბევრ ასპექტს - აი ამ ქვეყანას ვანაწყენებთ თან რისთვის - ეკონომიკურად ეს ხელშეკრულება წამგებიანია, გადავდივართ მონეტიზაციაზე და მერე ისევ დამატებითი გაზი უნდა შევისყიდოთ, ან უნდა შევისყიდოთ ისევ აზერბაიჯანიდან, ან რუსეთისგან არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი დააყენებს დაბალი ფასის სანაცვლოდ დიდი მოცულობების შესყიდვის მოთხოვნას ეს ძალიან რეალისტურია. ჩვენ ისე ვლაპარაკობთ მოწოდების დივერსიფიკაციაზე, თითქოს ჩვენ ახლა ვართ ბელგია ან შვეიცარია და მარტივად ვწყვეტთ გერმანიიდან მივიღოთ გაზი თუ საფრანგეთიდან და გავაკეთოთ დივერსიფიკაცია. სასაცილოა ეს, ჩვენ ვართ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა და საომარ მდგომარეობაში ვართ სწორედ რუსეთთან. ქვეყანა, რომელიც უნდა ცდილობდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დამოკიდებული იყოს რუსეთზე, ამ მთავრობას მოღალატურად, ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ მიჰყავს მაინცდამაინც რუსეთზე დამოკიდებულებისაკენ. ძალიან ბევრი ხელშეკრულება დაიდო რუსეთთან ომამდე, ეს ერთი. მეორეც, ეს რომ იყოს იმ ტიპის ხელშეკრულება, სადაც საქართველოს აქვს ბერკეტი, რომ მისთვის სასურველი პირობები მიიღოს, კიბატონო, მაგრამ აქ ლაპარაკია სწორედ იმაზე, რომ ეს ეკონომიკურად გაუმართლებელი მოლაპარაკებებია, გაუმართლებელი მოდელია და ეს არანაირად - ფასს იმისა, რომ შენ იფიქრო ხო არ ჯობია ამ მოკლე მომენტში რუსეთისგან მივიღო გაზი არანაირად არ ცვლის, ეკონომიკურად არის პირველ რიგში წამგებიანი. ახლა, როდესაც ლაპარაკია ევროპის ენერგეტიკის ქარტიაზე, სულ სხვა სფეროდან მოვიყვან ანალოგს და საზოგადოება კარგად გაიგებს ამ ანალოგს. მაგალითად, ევროპის საბჭოში არსებობს ეროვნულ უმცირესობათა ჩარჩო-კონვენცია, რომლის რატიფიცირებაც სავალდებულოა ყველა წევრი ქვეყნისთვის, მაგრამ წარმოიდგინეთ - ეს არ აქვს რატიფიცირებული ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებიც არათუ ევროსაბჭოს, არამედ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები გახდნენ. მათზეც იყო ძალიან დიდი საერთაშორისო ზეწოლა, რომ ეროვნული უმცირესობების ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირება მოეხდინათ, მაგრამ იცით რა თქვეს ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ, რომ ეს საკითხი რუსულენოვანი უმცირესობების ყოფნა ჩვენს ქვეყანაში არის ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი ყოფნა-არსებობის საკითხი და ამას არ გავაკეთებთ და ყველა გონიერმა და საღად მოაზროვნე ადამიანმა გაიგო. ახლა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რომ გინდა თუ არა მაინცდამაინც ენერგოქარტიაში არის გამოსავალი, რა თქმა უნდა ჩვენ ევროპისაკენ უნდა წავიდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუკი არის რაღაცა, რაც საკვანძოდ იკვეთება ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან, უბრალოდ ბრმად უნდა მივიღოთ, კარგან უნდა დავჯდეთ, გავაანალიზოთ, რა არის ქვეყნისთვის მომგებიანი და სიტუაცია მარტივია - საქართველოს მართავს გაზპრომის აქციონერი, რომელმაც 2012 წელს იყიდა ეს ქვეყანა და იყიდა იმ ლოზუნგით, რომ „დაალაგებდა" რუსეთთან ურთიერთობებს. მას ეს ასე ესმის, ის თვლის, რომ მან იყიდა და ეხლა გაზპრომთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ცხადია ამ ყველაფერს კალაძე არ წყვეტს, რადგან ივანიშვილი არის გაზპრომის ერთ-ერთი დიდი აქციონერი. შესაბამისად, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების და დალაგების ფონზე, მიმდინარეობს ჩვენი ეროვნული ინტერესების გაყიდვა და აზერბაიჯანის მოძულება, მეტი არაფერი
tbl.ge/3hb
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგოადებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი გაზპრომთან მოლაპარაკებების საკითხზე. ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში
ამავე თემაზე
- ბოკერია გაზპრომზე: ქვეყნის ინტერესების დაცვა ან არ შეძელით, ან კორუფციით დათმეთ
- ენმ გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
- რატიანი: მოვითხოვთ ნდობის ჯგუფის შექმნას, რათა ვნახოთ გაზპრომთან ხელშეკრულება
- ენმ-ის წევრებმა კანცელარიასთან გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია გამართეს
- პრეზიდენტი: Gazprom-თან ზარალის მინიმალიზაცია შეიძლებოდა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა




