საარსებო მინიმუმი

ჭიაბერაშვილი: 2012 წლის შემდეგ მიმდინარეობს მოსახლების სერიოზული გაღარიბება

საარსებო მინიმუმის დათვლა ხდება მეთოდოლოგიით, რომელიც არის საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი და რომელიც ყოველთვის რიგითი მოქალაქეების აღშფოთებასაც კი იწვევდა - როგორც იწვევდა ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისევე იწვევს დღესაც, იმიტომ, რომ ადამიანები გაჭირვებაში ცხოვრობენ და მათთვის გაუგებარია, თუ რის მიხედვით - რა კალორიების მიხედვით - ხდება ეს. ამიტომ ჩემი მიდგომა იქნებოდა, რომ ჩვენ საერთოდ ამაზე არ უნდა გვქონდეს დებატი. ის, რომ დღეს ჩვენს მოქალაქეებს უჭირთ და 2012 წლის შემდეგ მიმდინარეობს სერიოზული გაღარიბება და გაღატაკება ჩვენი მოსახლეობის, ეს ცხადზე უცხადესია. მე არ ვამბობ, რომ 2012 წელს თავზე გადაგვდიოდა და კარგად ვცხოვრობდით, უბრალოდ ვამბობ, რომ 2012 წელთან შედარებით, ყველა პარამეტრით, ავიღებთ ეკონომიკურ მაჩვენებლებს თუ გამოვკითხავთ რიგით ოჯახში შეუმცირდათ თუ არა შემოსავალი და უჭირთ თუ არა ცხოვრება, რა თქმა უნდა ყველა გეტყვით, რომ ცხოვრება გაჭირდა. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვაპირებთ ჩავებათ იმის თაობაზე, თუ რა როგორ უნდა დაითვალოს, ჩვენ მარტივ გამოსავალს ვთავაზობთ მთავრობას: პირველი ეს არის პენსიის 50 ლარით გაზრდა, იმიტომ რომ ასეთ სოციალურ პირობებში, განსაკუთრებით როდესაც ამდენ მარტოხელა პენსიონერს მოუხსნეს სოციალური დახმარება, პენსიის 50 ლარიანი ზრდა არის გამოსავალი, რომ უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი ჩვენი მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ნაწილს მთავრობა დაეხმაროს. ეს დღეს შესაძლებელია და შესაძლებელაი იმის ხარჯზე, რომ ბიუროკრატიული ხარჯები შეიკვეცოს და უაზრო პროგრამები გაუქმდეს ბიუჯეტში. მეორე რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ბიზნესმა უნდა მიიღოს ბიძგი და აქაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიუროკრატული ხარჯების შეკვეცა და ამის პარალელურად საგადასახადო ტვირთის და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება ბიზნესისთვის, იმისთვის რომ ეკონომიკამ ხელახლა დაიწყოს წინსვლა, რაც მთავარი წამალი არის იმისათვის, თუ ჩვენ გვინდა რომ ამ ქვეყანაში სიღარიბე დავამარცხოთ და სოციალური პრობლემები მოვხსნათ, ამიტომ საარსებო მინიმუმზე ჩხირკედელაობას და კამათს - რა რამდენი ლარი უნდა იყოს, გამოსავალი არის მარტივი და მე ახლაც ვთქვი, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ქართულ ოცნებას არ აქვს და ვერც ექნება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი საარსებო მინიმუმზე, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები