განზრახ მკვლელობა

კასპის რაიონში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ზურაბ ფ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - 1971 წელს დაბადებულ მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ხელით გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები