ავიაკატასტროფა

ნეპალში გაუჩინარებული თვითმფრინავი იპოვეს. სავარაუდოდ, დაღუპულია 23 ადამიანი

EPA

ნეპალში გაუჩინარებული თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 23 ადამიანი იმყოფებოდა, იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სავარაუდოდ, დაღუპულია 23-ვე მგზავრი.

BBC-ის ცნობით, ავიაკომპანია Tara Air-ს კუთვნილ თვითმფრინავს დასავლეთ ნეპალის ერთ-ერთ რეგიონში მიაგნეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი სავარაუდოდ ტყეში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ქალაქ პოკჰარადან ჯომსომისკენ მიემგზავრებოდა და მასთან კონტაქტი აფრენიდან 10 წუთში შეწყდა. როგორც ნეპალის სამოქალაქო ავიაციის სამსახურში აცხადებენ, დაკარგული თვითმფრინავი ახალი იყო და ფრენას ამინდიც ხელს უწყობდა. კატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები