შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ძარცვის მოტივი არ იკვეთება. შსს არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბინიდან, სადაც დედა-შვილი მკვდარი იპოვეს, ოქრო და თანხაა წაღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მოკლული ქალის მეუღლე და მეზობლები ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან. მეზობლების ცნობით, გარდაცვლილები არიან 35 წლის ქალი და მისი 3 წლის გოგონა. ინტერპრესნიუსის ცნობით, ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები ჰქონდა, ხოლო გოგონა საძინებელში დაწვეს. მეზობლებმა ცხედრები მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბინაში კვამლი შენიშნეს.





