კრიმინალი

ფონიჭალაში ორი ადამიანი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ფონიჭალაში ორი ადამიანი მოკლეს. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ოჯახს ძარცვის მიზნით თავს დაესხნენ, ქალს ჭრილობები ყელის არეში მიაყენეს, ხოლო მისი მცირეწლოვანი შვილი დაწვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი ადამიანის მკვლელობას ადასტურებს და განმარტავს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობის მოტივსა და დამატებით დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ საუბრობს.

კომენტარები