თბილისის საქალაქო სასამართლო

მჭედლიშვილი: იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს

მე მიმაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაუშვა ორი შეცდომა -1. დაარღვია სამართლიანობის ელემენტარული პრინციპი და არ მოუსმინა მეორე მხარეს, რომელსაც ბრალდებას უყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხარე ითხოვდა პარასკევამდე სათანადო გონივრული ვადის მიცემას, რათა წარმოედგინა თავის დასაცავი არგუმენტები და ფაქტობრივი გარემოებები. და მეორე, იუსტიციის საბჭო გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, შეიჭრა სადისციპლინო კოლეგიის ფუნქციაში და დააკისრა დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. ეს იგივეა, რომ საქართველოს პროკურატურამ გამოიძიოს საქმე, წაუყენოს ბრალი პირს, თავად გამოიტანოს განაჩენი, დააკისროს სასჯელი და აღუკვეთოს თავისუფლება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი მამუკა ახვლედიანის გადაყენებაზე. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტიდან ახვლედიანის გადაყენებას მხარი მხოლოდ მჭედლიშვილმა არ დაუჭირა.

კომენტარები