ტერორიზმი

ევროპოლი: დღეს ევროპაში 5000-მდე ISIS-ის გაწვრთნილი ტერორისტი ცხოვრობს

Telegraph

ევროპოლის დირექტორის რობ უეინრაითის თქმით, ევროპაში დღეს დაახლოებით 3000-დან 5000-მდე ევროპის მოქალაქე ცხოვრობს, რომლებმაც სირიაში, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ბანაკებში ბრძოლის გამოცდილება დააგროვეს, შემდეგ კი ევროპაში დაბრუნდნენ.

უეინრაითმა აღნიშნა, რომ სირიიდან დაბრუნებული ტერორისტები ევროპისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ. მისი აზრით, ევროპა მსგავსი მასშტაბის საფრთხის წინაშე 10 წელიწადზე მეტია, არ ყოფილა. ევროპოლის ხელმძღვანელის თქმითვე, არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ტერორისტები ევროპაში შემოსასვლელად სისტემატურად ლტოლვილის სტატუსს იყენებენ.

კომენტარები