მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ქართველი ხალხი ძალიან სწორ განწყობაზეა

რა თქმა უნდა, საქართველოში ჩემი მიზნები არის ძალიან კონკრეტული. საქართველოში ჩვენ დავიწყეთ დიდი მოძრაობა, რომელსაც გაგრძელება სჭირდება და მისი უკან დაბრუნება არ უნდა დავუშვათ. საქართველო არის ჩემი არსებობის, ჩემი ყველაფრის ძირითადი ნაწილი, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ჩვენ იქ შევქმნით... პატარა ბავშვი გავზარდეთ და ვაქციეთ რაღაცად. და საქართველო არის ჩემი მშობელი... საკუთარ შვილზე და საკუთარ დედაზე ვინ იტყვის უარს... ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რაც მოხდა. ქართველი ხალხი ძალიან სწორ განწყობაზეა. უბრალოდ, სჭირდება ამ ყველაფერს სწორი მიმართულება. მე ინტუიციურად არასოდეს არ შემშლია. 2012 წელს ჩვენ ყველა გამოკითხვით ვიგებდით, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ წავაგებდით. ახლა რასაც არ უნდა გვეუბნებოდნენ გამოკითხვები, ზუსტად ვიცი, რომ მოვიგებთ. 

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში.

კომენტარები