ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

ზაქარეიშვილი თიბილოვის განცხადებაზე: არაფერი არ მოყვება ამას

პაატა ზაქარეიშვილი
ტაბულა

შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას "არაფერი არ მოჰყვება". საუბარია ლეონიდ თიბილოვის ინიციატივაზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის შესახებ.

"ასეთი ღონისძიებები არანაირ შედეგებზე არ გადის, გარდა იმისა, რომ შეიძლება უბრალოდ გამოიწვიოს დამატებითი კითხვები საზოგადოებაში, ვნებათაღელვა, ყურადღების მიპყრობა. უნდა მივაქციოთ ყურადღება ბუნებრივია, უნდა დავაკვირდეთ ამ მოვლენებს, მაგრამ შედეგი არ იქნება იმაზე მეტი, რაც დღეს არის. არაფერი არ მოყვება ამას" - აცხადებს ზაქარეიშვილი.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებТАСС-ი ავრცელებსთიბილოვის თქმით, ასე „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ მიიღებს მყარ კონსტიტუციურ საფუძველს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ და ამასთან, არ დაავალდებულებს რუსულ მხარეს სწრაფად მოახდინოს რეაგირება რეფერენდუმის შედეგებზე. 

 

კომენტარები