ჩრდილოეთ კორეა

მსოფლიოს ყველაზე ცუდი ავიახაზები ჩრდილოეთ კორეის Air Koryo-ა

კიმ ჩენ ინი პილოტის სავარძელში
dailymail.co.uk

თუკი ჩრდილოეთ კორეაში თვითმფრინავით ჩასულხართ, ფრენით და სერვისით უკმაყოფილო დარჩებოდით. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ავიახაზები Air Koryo უკვე წლებია Skytrax-ის კვლევით მსოფლიოს ყველაზე ცუდი ავიახაზების ტიტულს არცერთ სხვა კომპანიას არ უთმობს. 

ძველი თვითმფრინავების, გაუმართავი ინფრასტრუქტურის, პოლიციური რეჟიმისა და მკაცრი სავიზო რეგულაციების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყანაში ტურიზმის აღორძინებას გეგმავს. ქვეყნის სტრატეგიით 2020 წლისთვის ჩრდილოეთ კორეაში ორმა მილიონმა საერთაშორისო ვიზიტორმა უნდა დაისვენოს. ქვეყანაში არცერთი კომერციული ტუროპერატორი არ ოპერირებს. კიმ ჩენ ინის აზრით, ტურიზმი ქვეყანაში უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი წყარო უნდა გახდეს. უცხოური ვალუტით კი ჩრდილოეთ კორეა ძირითადად სამხედრო შეიარაღებას ყიდულობს.

Air Koryo-ს ფლაგმანი თვითმფრინავი, საბჭოთა კავშირში გამოშვებული Tupolev 204-ია. რეისები სამოციან წლებში გამოშვებული და Aeroflot-ის მიერ ჩამოწერილი Ilyushin Il-62-ითაც სრულდება. Air Koryo რეისებია: ფხენიანი - მოსკოვი, ფხენიანი - პეკინი, ფხენიანი - ვლადივასტოკი, ფხენიანი - ბერლინი, ფხენიანი - ტოკიო. 


ფოტო: bloomberg.com


ფოტო: rapidtravelchai.

Air Koryo-ს ბურგერი.


ფოტო: Getty Images

კომენტარები