ტერორიზმის საფრთხე

ხიდაშელი ტერორიზმის საფრთხის ზრდაზე: საფრთხე, რომელიც პრობლემაა, არ არსებობს

მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხე გაზრდილია და საქართველო, როგორც ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყანა, კოლბაში ვერ იცხოვრებს. თუმცა, კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში რომ განსაკუთრებული ხდებოდეს - ეს ასე არ არის. აბსოლუტური კონტროლის ქვეშ არის ვითარება. ერთი მხრივ სუს-ი და, მეორე მხრივ, ყველა სხვა შესაბამისი უწყება, იქნება ეს შსს თუ თავდაცვის სამინისტრო, სრულად ფლობს ინფორმაციას და აბსოლუტურად არანაირი საფრთხე, რაც შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდეს, დღესდღეობით არ არსებობს.

ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრი ტაბულას კითხვას, თავად რა ინფორმაცის ფლობს ტერორიზმის საფრთხის ზრდაზე, რაზეც ვიცეპრემიერმა მიანიშნა. კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ სახელმწიფოს კუთვნილმა საპარტნიორო ფონდმა სუს-ს დამატებით 102 ავტომობილი ქვეყანაში ტერორიზმის გაზრდილ საფრთხესთან გასამკლავებლად უყიდა.

კომენტარები