ტერორიზმის საფრთხე

ბრიუსელში ანტიტერორისტული რეიდებისას 6 ადამიანი დააკავეს

AFP

ბრიუსელში 6 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ახალი წლის ღამეს, სავარაუდოდ, ტერაქტებს გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა ისინი რეიდების დროს გარეუბან მოლენბეკში დააკავეს. ეს ადგილი პარიზში 13 ნოემბრის თავდამსხმელების ერთგვარი ბაზა იყო. 

ამასთან, ქალაქში დღეს შესაძლო საფრთხის გამო ფოიერვერკებს არ გაუშვებენ.

ჯერჯერობით უცნობია ექვსივე თავდამსხმელის ვინაობა.

კომენტარები