საქართველოს პარლამენტი

ვოლსკი: ბატონი გოგის განცხადებები არათუ ადეკვატური, არამედ დამაზიანებელია

დათო ბერძენიშვილის მოწოდება აქ არაფერ შუაში არ არის. ვფიქრობ, ბატონი გოგის განცხადება კურსთან დაკავშირებით, არჩევნებთან დაკავშირებით არათუ ადეკვატურია, არამედ დამაზიანებელია პირადად მისთვისაც და კოალიციის იმიჯისთვისაც. ვთხოვდი თქვენი მეშვეობითაც და პირადადაც ვეტყვი, რომ ის კომენტარები, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ესოდენ მნიშვნელოვან პერიოდში, წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით. მე ვფიქრობ, რომ თემა, რომელზეც საუბრობს, არჩევნები, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ჩატარდა კოალიციურად და არჩევნებზე გაყალბება არ არის დადასტურებული არცერთ დონეზე. აბსოლუტურად ობიექტური შედეგი დაიდო, თუ არჩევნები აინტერესებს... [სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება] ვფიქრობ, უსიამოვნო მომენტი იყო, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, ემოციები ყველამ უნდა დაიკავოს, როგორც ერთმა, ასევე მეორე მხარემ. პოლიტსაბჭოზე მოგვიწევს ამ საკითხზე მსჯელობა.

დეპუტატი გია ვოლსკი.

კომენტარები