საქართველოს პარლამენტი

ბესელია: საყვედურს დავწერთ, რომ პრემიერის თანაშემწე სხდომაზე არ გამოცხადდა

ერთადერთი, ვინც ვერ შეძლო ინფორმაციის წარმოდგენა, სამწუხაროდ, არის ქალბატონი სოფო ჯაფარიძე. არც არავინ არ გამოცხადდა, ამის ორგანიზება შეიძლებოდა. მე მგონი, არ არის კარგი ფორმა... როდესაც კომიტეტი უსმენს მთავრობის ყველა უწყებას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავად მოდის, ყველა უწყების ხელმძღვანელი პირები, საპარლამენტო მდივნები მოდიან, მე არ მგონია, რომ ეს კარგი ტონი იყოს. გეგმების დაწერა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რეკომენდაციების შესრულება არის მნიშვნელოვანი, ასე რომ, მცირე საყვედური აუცილებლად უნდა გამოვთქვა და დასკვნაშიც ამას ავსახავთ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშზე პარლამენტის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე უწყებათა ანგარიშები მოისმინეს. სხდომაზე არ გამოცხადდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერმინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძე.

კომენტარები