საარჩევნო სისტემაში მთელი კასკადია პრობლემების. თავისივე საარჩევნო დაპირებას არ ასრულებენ და, როგორც ყველაფერ დანარჩენშიც, "გადამგდებები" არიან საკუთარი ამომრჩევლის, საზოგადოების. ამასთან ერთად, ახალი საარჩევნო დაყოფა პირდაპირ არის დაყრდნობილი წინა არჩევნების შედეგებზე, სადაც ოპოზიციას ძლიერი პოზიციები ჰქონდა, ის ადგილები არის გამქრალი და ეს ყველაფერი დახაზულია ისე, რომ არჩევნებში გამარჯვება გაუადვილდეს მმართველ პარტიას. ისინი ამ გამარჯვებას მაინც ვერ მოახერხებენ, მაინც ყველა შემთხვევაში დამარცხდებიან, მაგრამ ეს სისტემა არის ანტიკონსტიტუციური იმიტომ, რომ არ ეყრდნობა სამართლიან კრიტერიუმებს და ეს დიდ პრობლემებს შეუქმნის ქვეყანას, რადგან ანტიკონსტიტუციური სისტემით შეიძლება, ჩატარდეს არჩევნები ან საერთოდ ვერ ჩატარდეს.
tbl.ge/1to
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია საარჩევნო სისტემაზე.
ამავე თემაზე
- ხვიჩია: ივანიშვილი ისტორიაში ერთადერთია, ვისაც პროპორციულის იდეა თავში მოუვიდა
- ხვიჩია 0%-იან ბარიერზე: ივანიშვილმა ვერ განახორციელა, გუნდშიც ვერ გაუგეს იდეის სიდიადე
- სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმება
- 115 მომხრე - პარლამენტმა საარჩევნო სისტემის კანონპროექტს II მოსმენით მხარი დაუჭირა
- მდინარაძე ოპოზიციას 1 საათს აძლევს მოსაფიქრებლად, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში




