საქართველო-ირანი

ირანული გაზის იმპორტის საკითხზე სამსჯელოდ კალაძე ირანში გაემგზავრა

facebook.com/kakhakaladzeofficial

ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ქართული და ირანული მხარეები, ამ ეტაპზე სწავლობენ საქართველოში ირანული ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობას.

"განხილული იქნება ასევე, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები", - აცხადებს სამინისტრო.

კახა კალაძე ირანში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ენერგეტიკის, საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ვიცეპრეზიდენტს. 

კომენტარები